Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სადაზვერვო ანგარიში არც უარყოფს და არც აღიარებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობას


აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ანგარიში არ შეიცავს გარკვეულ პასუხს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობის შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის მედია იუწყება 4 ივნისს.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა და დაზვერვამ ვერ იპოვეს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ სამხედრო მფრინავების მიერ აღმოჩენილი - სავარაუდოდ მაღალტექნოლოგიური - ამოუცნობი მფრინავი ობიექტები უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდებია, იტყობინებიან New York Times-ი და სხვა მედიასაშუალებები.

მაგრამ ასევე ვერ ხსნიან ათობით ფენომენსა და ინციდენტს, რომელთაგან ზოგი მფრინავების მიერ ვიდეოფირზეა გადაღებული და, ამგვარად, ანგარიში ვერ გამორიცხავს უცხოპლანეტელთა არსებობას.

New York Times-ი იმოწმებს ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამშრომელს, რომლის თანახმად, ანგარიშის მიხედვით გარკვეულია, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ 120-მდე ინციდენტს არაფერი აქვს საერთო აშშ-ის უცნობ ან საიდუმლო სამხედრო თუ სამთავრობო ტექნოლოგიებთან.

ამავე დროს ანგარიშის თანახმად, აუხსნელია, რა იყო აშშ-ის საზღვაო ავიაციის პილოტების მიერ ნანახი ის ობიექტები, რომლებიც ზებგერითი სისწრაფით მოძრაობდა და უცნაურად უჩინარდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG