Accessibility links

site logo site logo

მაშველებმა აბასთუმნის ტყიდან დაკარგული ახალგაზრდები გამოიყვანეს


დღეს დილით, 8 საათისთვის დასრულდა აბასთუმნის ტყე-პარკში დაკარგული ახალგაზრდების ტყიდან გამოყვანის ოპერაცია, რომელიც ღამით, დაახლოებით 2 საათისთვის დაიწყო. ამ დროისთვის ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

7 ახალგაზრდა აბასთუმნის ტყე-პარკში 2 ივნისს წავიდა, თუმცა ჯგუფთან დაკავშირება რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა. სამაშველო სამსახურმა მათი ადგილსამყოფლის დადგენა 6 ივნისს საღამოსთვის შეძლო.

მაშველების თქმით, ზეკარის უღელტეხილიდან საირმისკენ მიმავალ ახალგაზრდებს გზა აებნათ. ამ ტერიტორიაზე წვიმისა და ცუდი ამინდის დროს იცის ძლიერი ნისლი, რის გამოც პროფესიონალებსაც შეიძლება აერიოთ გზა. საბოლოოდ, ახალგაზრდებს აბასთუმნიდან 25 კმ-ის დაშორებით, ბაღდათის მხარეს, წაბლანას ტყის ტერიტორიაზე მიაგნეს.

სამძებრო ოპერაციისას, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, ძებნაში მონაწილეობდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის დანაყოფები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG