Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე პლენარული სხდომის დასრულების საკითხს განმარტავს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას პარლამენტის პლენარული სხდომის ნაადრევად შეწყვეტის შესახებ, გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომოარე მამუკა მდინარაძე.

„დღის წესრიგი აქვს პარლამენტს. ხვალ კენჭისყრები უნდა ჩატარდეს იმ საკითხებზე, რომელიც განხილული იქნა დღეს. თუ შიშზე ლაპარაკობენ, ხვალ დილით უნდა მოვიდნენ ისევ და არ დავხვდებით აქ?! აგონიაში არიან. 50 ადამიანი იყო გარეთ შეკრებილი მათ დასახვედრად და ამის შიშით ექვსი საათი ვერ შემოდიოდნენ პარლამენტში. ყველაფერი „პიარკუთხითაა" მათ ტვინში მოხარშული - ახლა რა ვთქვათ, ჩვენ საღამოს შემოვედით, დაღამდა ამასობაში და რადგან სხდომა დამთავრდა, მოდი ვთქვათ, რომ შეეშინდათ და გაიქცნენო. ამ პრიმიტიული ლოგიკის მსხვერპლნი არიან. საკუთარ თავში იპოვონ ძალა, რომ რეალურ საკითხებზე და პრობლემებზე ისაუბრონ, რაც მართლა აწუხებს ხალხს. ზოგი მათგანი მაინც თუ მოახერხებს, რომ რეალურ ხარვეზებზე მიგვითითონ, დიდი სიამოვნებით შევალთ დისკუსიაში და საქმეს გავაკეთებთ. მათი დღის წესრიგი ვნახეთ რაც არის. შვიდი თვე ქვეყანას აჯანჯღარებენ. შვიდი თვეა საბოტაჟზე მიდიან, ამბებს იგონებენ. გასაგებია, რომ მათი დღის წესრიგი დესტრუქციულია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამასობაში ამ კამათის მიღმა საქმე კეთდება", - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის სხდომის დასრულების შესახებ სპიკერის კახა კუჭავას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ უკმაყოფილება მოჰყვა.

დაახლოებით 7-თვიანი ბოიკოტის დასრულების შემდეგ პარლამენტში შესული პარტია „ქართულ ოცნებას“ გაქცევაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG