Accessibility links

site logo site logo

მდინარაძე მელიას: სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვაც ვერ დასძარით პარლამენტში შემოსვლაზე


მამუკა მდინარაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებს გეძახიან [უმრავლესობის წევრებს], თქვენგან, ბატონო ნიკა, ამის მოსმენა ცოტა მძიმე და რთულია, იქნებ გაგვიგოთ ესეც. იმიტომ, რომ სანამ მიშას არ ეახლეთ (ეს ჩვენი შეფასებაა, ძაან ნუ გეწყინებათ), მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, აქ ასე გელაპარაკათ თუ არა. აქ შემობრძანებულიყავით თუ არა“, - მიმართა მდინარაძემ მელიას და განაგრძო: - „დიაგნოზი ეს არის, სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვაც ვერ დასძარით პარლამენტში შემოსვლაზე, პუფები ეძახეთ ერთმანეთს. ის ადამიანი რას ლაპარაკობდა, იმას ვერ გაკადრებთ, უბრალოდ, ელემენტარული ზრდილობის და ეთიკის გამო“.

ბოიკოტისა და პატიმრობის შემდეგ საქართველოს პარლამენტში შესული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდა. ის საკუთარ მიზნად ახალი პარლამენტის არჩევას ასახელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG