Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი" პარტიებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების წინააღმდეგია და მიზეზებს ასახელებს


"გირჩი" წინააღმდეგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებიდან ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ. პარტიის ეს პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ამ საკითხზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც ისაუბრა.

"ჩემი კოლეგების ემოცია მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებული არიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე. იდეალურ სამყაროში პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ ეს დაფინანსება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პრობლემა - მმართველ გუნდს შეუძლია, რომ ეს გამოიყენოს როგორც სანქცია - ოპოზიცია კი ნაკლებად არის დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე. ხომ არ დავიწყოთ მსჯელობა, როგორ გავაუქმოთ საბიუჯეტო დაფინანსება?" - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

​საქართველოს პარლამენტში პარტიების დაფინანსების საკითხი განიხილება. ოპოზიცია ამას ხელისუფლების მხრიდან დასჯად აღიქვამს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეს სამართლიანია. უმრავლესობის კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსებას ვერ მიიღებს ის პარტია, რომელის არჩეული დეპუტატების ნახევარზე მეტი უარს იტყვის საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებაზე. ამ კანონის მიღება მმართველმა პარტიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და უარს ამბობდა არჩევნების გაყალბების მოტივით საპარლამენტო საქმიანობის დაწყებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG