Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი: ფხიზელი გეუბნებით, რომ გახარია პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში


ეპისკოპოსი იაკობი
ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ეს ადრეც უთქვამს და ახლაც ადასტურებს:

„ეკლესიას ისე ექცეოდა ხო, როგორ უნდა მობრუნდეს?! ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შსს მინისტრი იყო ეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა. პირდაპირ გეუბნებით რა. მე მასზე არაფერი ტყუილი არა მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი, ვადასტურებ იმას. ხო იძახოდით ნასვამმა თქვაო, ეხლა ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით“, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შეცდომა იყო ის, რომ გიორგი გახარიას "პიარი გაუკეთეს" და კარგ მენეჯერად წარმოაჩინეს:

”რის მენეჯერს უძახოდნენ? კრიზის მენეჯერი ხო? მე გეუბნებით, რომ კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. მისი თქმით, "ოცნების" მხარდამჭერები გახარიას ხმას არ მისცემენ.

"ვინ უნდა დაუჭიროს მხარი? 2012-მდე ვინც "ოცნების" მხარდამჭერი იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა? აბა გადახედეთ ვინ უდგას გვერდში? ან თვითონ რა გაუკეთებია? ლოკდაუნი გინდათ კიდევ? სრული ლოკდაუნი? თუ გინდათ სხვასაც შეუძლია მაგ ლოკდაუნების გაკეთება. მითხარით რა აქვს გაკეთებული?", - უთხრა ჟურნალისტებს ეპისკოპოსმა იაკობმა.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თითქმის 3 თვის შემდეგ, 20 მაისს მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა". პარტიის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები ერთიანდებიან საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG