Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა კიდევ ერთი ოლქი დაიკავა ჩრდილოეთ ავღანეთში


თალიბანმა კიდევ ერთი ოლქი დაიკავა ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინცია ტახარში. ქვეყანაში ძალადობის გახშირების და თალიბანის ექსტრემისტებსა და ავღანეთის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების შეჩერების ფონზე, იზრდება შეშფოთება ავღანეთის მომავალზე, მას შემდეგ, რაც ქვეყანას სექტემბრისთვის დატოვებენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები.

ოლქის ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლების თქმით, ექსტრემისტებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იშკირმიშის რაიონის დამცველები აიძულეს გაქცეულიყვნენ, მას შემდეგ, რაც მათ ინტენსიური ბრძოლის შემდეგ ტყვია-წამალი დაუმთავრდათ, საჰაერო დახმარება კი ვერ მიიღეს.

იშკირმიში მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც თალიბანს პოტენციურად გზას უხსნის კიდევ ოთხი ოლქისკენ.

თალიბანის კონტროლის ქვეშ ავღანეთის რამდენიმე ოლქი მოექცა მას შემდეგ, რაც 1 მაისს ქვეყნიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყეს აშშ-ისა და ნატოს ძალებმა.

XS
SM
MD
LG