Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომელიც კენჭისყრაზე არ დაუშვეს, საჯაროდ გამოიწვია ირანის მმართველები


ირანის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ალი ლარიჯანი, თავისი კანდიდატურის რეგისტრაციისას. 15 მაისი, 2021 წელი.
ირანის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ალი ლარიჯანი, თავისი კანდიდატურის რეგისტრაციისას. 15 მაისი, 2021 წელი.

გავლენიანმა პოლიტიკოსმა და ირანის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ, მოითხოვა, რომ ქვეყნის მმართველებმა ოფიციალურად და საჯაროდ გამოაცხადონ თავიანთი "დისკვალიფიკაციის ყველა მიზეზი" ირანის მომავალი კვირის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ლარიჯანის მოთხოვნა მკაცრი ხაზის მიმდევარი გუშაგთა საბჭოს მიმართ, მოჰყვა ამ უწყების მიერ ასობით პოტენციური კანდიდატის დისკვალიფიკაციას, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ირანში არჩევნების წინ. შედეგად დარჩა მხოლოდ შვიდი პრეტენდენტი, რომელთაგან აირჩევენ პრეზიდენტის, ჰასან როჰანის, მემკვიდრეს.

მათ შორის არ არიან უამღლესი ხელმძღვანელობის, ან უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის - გამოჩენილი ოპონენტები.

18 ივნისის არჩევნებამდე შვიდიოდე დღეა დარჩენილი და გაურკვეველია, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ლარიჯანის საჯარო გამოწვევას.

უზენაესმა ლიდერმა, ხამენეიმ, ჯერ აირიდა კრიტიკა კანდიდატების გაკონტროლების გამო, მაგრამ შემდეგ, 4 ივნისს, უჩვეულო საჯარო მოწოდება გააკეთა გუშაგთა საბჭოს მიმართ - გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებებისთვის, და განაცხადა, რომ "ზოგიერთ კანდიდატს არასწორად მოექცნენ " და "დაადანაშაულეს იმაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა".

ცნობებით, ირანის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ იმედგაცრუებული ირანელების დიდი რაოდენობა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად არ წავა, რაც კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს მის სანდოობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG