Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი


კლინიკაში გარდაიცვალა, 12 ივლისს კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი. ავარიის შედეგად გარდაცვილია სულ სამი ადამიანი.

„გარდაცვლილია შუა ხნის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანიდან იყო კრიტიკულად მძიმე, სამწუხაროდ, მცდელობის მუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ნიუ ჰოსპიტალსში“.

მათივე ცნობით, კლინიკაში რჩება შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG