Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებში კრძალავს ლგბტ თემატიკის მასალებს


ლგბტ თემის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია უნგრეთის პარლამენტსი წინ. ბუდაპეშტი, 14 ივნისი.
ლგბტ თემის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია უნგრეთის პარლამენტსი წინ. ბუდაპეშტი, 14 ივნისი.

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო სადავო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს.

კრიტიკოსებმა კანონი ლგბტ ადამიანების უფლებებზე თავდასხმად შეაფასეს. 15 ივნისს კანონს 157-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 199-ადგილიან პარლამენტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ აკონტროლებს.

14 ივნისს ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი შეიკრიბა კანონის გასაპროტესტებლად. კანონი კრძალავს წიგნებს, ფილმებსა და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომ სხვა მასალებს, რომლებშიც სექსუალობა არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად. აკრძალვა ვრცელდება ასევე რეკლამაზე, რომელშიც ჰომოსექსუალები ან ტრანსგენდერები ნორმალურ ადამიანებად არიან წარმოდგენილი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა სასჯელს ითვალისწინებს ამ კანონის დარღვევა.

ლგბტ თემისა და ადამიანის უფლებების დამცველთა კავშირები აცხადებენ, რომ კანონი „ხელყოფს ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ახალგაზრდობის“ უფლებებს. ისინი ამ აკრძალვებს ადარებენ რუსეთში 2013 წელს მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც კრძალავს ე.წ. „გეი პროპაგანდას“, რასაც უფლებადამცველები დისკრიმინაციის იარაღად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG