Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს დაქირავებულებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩადენილ წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ


"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები
"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები

რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა, ამბოხებულებთან ბრძოლის საბაბით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ) არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა ადგილობროვი მცხოვრებლების წამებასა და მკვლელობაში. ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია „სიენენისა“ და დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფ The Sentry-ს გამოძიებაში.

აღნიშნული ინფორმაცია ეკუთვნით ქალაქ ბამბარის მცხოვრებლებს, რომელთა სახელები მათივე შემდგომი დევნისგან თავდაცვის მიზნით ჟურნალისტებმა შეცვალეს.

ადგილობრივთა თანახმად, რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრები იმ დროს დახვრიტეს, როდესაც რუსმა სამხედროებმა და არმიამ ხალხს მოუწოდეს დაეტოვებინათ ქალაქ ბამბარში მდებარე ალ-ტაკვას მეჩეთი.
ზოგიერთი ცნობით, მათ ეკლესიაში მყოფთა შორის თითქოს უნდა ყოფილიყვნენ მუსლიმური დაჯგუფება „სალეკას“ მებრძოლები, რომლებსაც ცარ-ის ხელისუფლება ებრძვის. მაგრამ შეიარაღებული პირები შენობაში მყოფთა შორის არ აღმოჩნდნენ.
მიუხედავად ამისა, სამხედროებმა მეჩეთიდან გამოსული ხელაწეული ადამიანების მიმართ ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენს“ უამბო კაცმა, რომელიც ამ ინციდენტის დროს ფეხში დაიჭრა და მოგვიანებით ამპუტაცია დასჭირდა.

თავდასხმა მეჩეთის მახლობლად თებერვალში მოხდა. სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით, 12-დან 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა.


„სიენენის“ ცნობით, რუსი დაქირავებული მებრძოლების გარდა ცარ-ში მოქმედებენ ასევე სირიელი დაქირავებულები. გაეროს ანგარიშის თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ამჟამად მთლიანობაში 2300 დაქირავებული მებრძოლი იმყოფება.


უფრო ადრე რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში „უიარაღო ინსტრუქტორები“ უწოდა ასობით რუს სამხედრო მოსამსახურეს, რომელთაც მოსკოვი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნის.

„ჯარისკაცები არ არიან შეიარაღებული, რადგან ისინი არ უნდა იყვნენ შეიარაღებული. ისინი ინსტრუქტორები არიან“, - განაცხადა 28 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ.

პოლიანსკი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, უკვე ჩავიდნენ თუ არა რუსი სამხედროები დანიშნულების ადგილზე. მაგრამ რუსმა დიპლომატმა დასძინა, რომ რუს სამხედროებს იარაღთან შეხება ექნებათ მხოლოდ მაშინ, როცა სხვებს ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებაში.

მაგრამ მრავალი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და თვითმხილველები აცხადებენ, რომ ცენტრალურ აფრიკაში იმყოფებიან არა რუსი ინსტრუქტორები, არამედ კრემლთან დაახლოებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მებრძოლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG