"ბათუმის ბულვარი" დამსვენებელს ბულვარში მოქმედ წესებსა და დაწესებულ ჯარიმებს ახსენებს. ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და წესების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
მოქმედი წესები და ჯარიმები:
- 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებისთვის პირი 80 ლარით ჯარიმდება;
- მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა აკრძალულია - წესის დამრღვევს გააფრთხილებენ ან დააჯარიმებენ 20 ლარით. განმეორების შემთხვევაში 50 ლარით;
- ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია;
- ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია (დასაშვებია დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით);
- ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა აკრძალულია. ძაღლის პატრონს გააფრთხილებენ ან 20 ლარით დააჯარიმებენ.