Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი  თვლის, რომ უცხოეთის ჯარები გასვლის შემდეგ „კატასტროფას“ ტოვებენ


ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰამინ კარზაი Associated Press-თან ინტერვიუსას ქაბულში, 20 ივნისი, 2021 წელი.
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰამინ კარზაი Associated Press-თან ინტერვიუსას ქაბულში, 20 ივნისი, 2021 წელი.

ავღანეთის ექსპრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, მკაცრად გააკრიტიკა აშშ და მისი მოკავშირეები ავღანეთში ექსტრემიზმთან ბრძოლის და სტაბილურობის მიღწევის საქმეში მათი მისიის „ჩაშლის“ გამო და თქვა, რომ ამის ნაცვლად ისინი „სრულ სირცხვილს და კატასტროფას“ ტოვებენ.

AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა, კარზაი აცხადებს, რომ „ექსტრემიზმმა მიაღწია უმაღლეს წერტილს. მან მოუწოდა თანამემამულეებს, გაერთიანდნენ და „შეწყვიტონ ერთმანეთის ხოცვა“.

უცხოეთის ჯარები ავღანეთს საბოლოოდ დატოვებენ 11 სექტემბრისთვის, აშშ-ის მიერ დაწესებულ ვადაში.

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს ავღანეთში დასრულდეს კონფლიქტი, რომელიც 20 წლის წინ გაჩაღდა, როცა ტერორისტული თავდასხმების შემდეგ იქ აშშ-ის ჯარი შევიდა. ამას მოჰყვა განდევნა თალიბანის მთავრობისა, რომელიც იფარებდა ალ-ყაიდას.

აშშ-ის და ნატოს ჯარის გასვლის 1 მაისს დაწყების შემდეგ თალიბანის ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ქვეყნის არაერთი არეალი დაიკავეს.

„საერთაშორისო თანამეგობრობა აქ მოვიდა ცხადი მიზნით, შებრძოლებოდა ექსტრემიზმს და დაემყარებინა სტაბილურობა, - თქვა კარზაიმ ინტერვიუში, - ექსტრემიზმი ახლა უმაღლეს მწვერვალზეა ასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წარუმაეტებელი იყვნენ“, თვლის ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი.

„ჩვენ, ავღანელები ვაღიარებთ ჩვენს წარუმატებლობას, მაგრამ როგორ არის უფრო დიდი ძალების და ქვეყნების საქმე, რომლებიც ამ მიზნით მოვიდნენ? სად გვტოვებენ?“ შეკითხვა დასვა კარზაიმ და დასძინა, „სირცხვილსა და კატასტროფაში“.

კარზაის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-სთან თავისი 13-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში, 2001-2014 წლებში.

შემდეგ მან შეინარჩუნა დიდი პოლიტიკური გავლენა ქვეყანაში. მისი მმართველობის დროს ქალებს მიენიჭათ მეტი უფლებები, გოგონებმა დაიწყეს სკოლაში სიარული, გაჩნდა აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, აშენდა გზები და ინფრასტრუქტურა.

კარზაის ადანაშაულებენ, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ყვაოდა კორუფცია და ნარკოტიკებით ვაჭრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG