Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედმა დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ლევენს უნდობლობა გამოუცხადეს


შვედეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენს უნდობლობის ვოტუმი გამოუტანეს. ამგვარად, შვედეთის ისტორიაში ლევენი გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ოპოზიციის ინიციატივით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად უნდობლობა გამოუცხადეს.

სოციალ-დემოკრატი ლევენი, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის ხელმძღვანელია, პროცედურის თანახმად, ახლა ან უნდა გადადგეს და პარლამენტმა უნდა დაიწყოს კონსულტაციები ახალი მთავრობის ფორმირებაზე, ან პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გამოაცხადოს.

ლევენის კაბინეტს ქვეყნის პარლამენტში არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ კოალიციის ფორმირების დროს იგი მემარცხენეების (ყოფილი კომუნისტების) მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მაგრამ მემარცხენეებმა მხარი დაუჭირეს თავიანთი პოლიტიკური ოპონენტების, შვედი დემოკრატების, მიერ შემოთავაზებულ უნდობლობის ვოტუმს. ამ ნაბიჯს ისინი ბინის გადასახადის კონტროლის საკითხში მთავრობასთან მომხდარი უთანხმოებით ხსნიან.

თუ შვედეთის პარლამენტი ვერ მოახერხებს ახალი უმრავლესობის ფორმირებას, მაგრამ არც ახალი არჩევნები გამოცხადდება, სტეფან ლევენს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩენა თეორიულად მომავალი წლისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე შეეძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG