Accessibility links

site logo site logo

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი განახლდა


თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაცია დღეს დილით კლინიკაში არსებული არასაკმარისი დოზების გამო შეჩერებული იყო. საუბარია "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე.

"ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იყო გარკვეული დეფიციტი... ეს იყო გარკვეული ლოჯისტიკისა და მოწოდების პრობლემა და ვაქცინის მოწოდების", - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით მოძიებულია ვაქცინების საჭირო რაოდენობა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ ყველა პირს აცრიან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტექნიკური პრობლემები, რომელიც დაახლოებით 1,5 საათი იყო, უკვე გამოსწორებულია.

"ყველას ავცრით დროში წანაცვლებით", - ამბობს ის.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, თუმცა ის მასობრივი ხასიათის შეზღუდული ვაქცინებისა თუ შეზღუდული რაოდენობის ამცრელი ოთახების გამო არ არის. ქვეყანაში არსებული ვაქცინის დოზები თითქმის ამოწურულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG