Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭაბუკმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს


საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

თბილისის საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში“ გამართულ ოთხდღიან შეჯიბრებაზე ქართველმა ჭაბუკებმა სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარეს. ბელარუსის ნაკრები ანგარიშით 17:10 დაამარცხეს, სლოვაკეთს უფრო ადვილად აჯობეს - 17:7, ლიეტუვას - 20:8 და ევროპირველობაზე თამაში შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს. ბოლო ტურში კი ოცბურთიანი უპირატესობით - 27:7 მოუგეს მოლდოვას.

17 წლამდელთა შორის ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი 12-19 სექტემბერს გაიმართება, მალტაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG