Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, მოსკოვში ამ კვირაში დაბრუნდება


აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი

აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, რომელმაც აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური დაპირისპირების გამო რუსეთი ორი თვის წინ დატოვა, მოსკოვში მომავალ კვირაში დაბრუნდება, - ამის შესახებ 21 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.


ჟენევის 16 ივნისის სამიტის დროს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმა, ორმხრივი დაძაბულობის განსამუხტავად, ელეჩების სასწრაფოდ დაბრუნების შესახებ მოილაპარაკეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნი წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვალვინდებურად ესწრაფვის, რუსეთის ხელისუფლებასთან გულწრფელი ურთიერთობების არხების შენარჩუნებას „როგორც აშშ-ის ინტერსების განვითარების, ისე ორ ქვეყანას შორის არასწორი გათვლით გამოწვეული რისკების შესამცირებლად.“

უფრო ადრე, 20 ივნისს ვაშინგტონში უკვე დაბრუნდა აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და სურს თავისი წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის „თანაბარი და პრაგმატული ურთიერთობების“ განვითარებაში.

ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი მარტში იქნა გამოძახებული მოსკოვში. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ვლადიმირ პუტინს მკვლელად.

ხოლო 20 აპრილს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ჯონ სალივანი, ვაშინგტონში გაემგზავრებოდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის რეკომენდაციის შედეგად, „გაფრენილიყო თავის დედაქალაქში და გაევლო სერიოზული კონსულტაციები“, რომელიც გამოითქვა აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ.

რუსეთმა ასევე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ათი თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG