Accessibility links

site logo site logo

მეზობლის 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს


მარტვილის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს. ამ ბრალდებით მეზობელი 65 წლის კაცი და მისი 36 წლის შვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

დღეს მუნიციპალიტეტში დაკავებული მამა-შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხს სწავლობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG