Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას თქმით, გადადგომამდე "მოეჩვენა", რომ ივანიშვილი მართავდა ზოგიერთ მინისტრს


საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას თქმით, გადადგომამდე "მოეჩვენა", რომ ბიძინა ივანიშვილი მინისტრების ნაწილს დავალებებს აძლევდა. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა.

"მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში რამდენიმე მინისტრს მართავდა. მათ გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი... ამ თემაზე აღარ გიპასუხებთ", - ამბობს გახარია.

ამის მიუხედავად, მან მაინც არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი.

​გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა 18 თებერვალს "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა. მაშინ მან თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში განსხვავებული აზრი ჰქონდათ, ის წინააღმდეგი იყო.

მოგვიანებით, "TV პირველთან" საუბრის დროს გახარიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ურეკავდა. მაშინ მიზეზები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ რადგან არ უპასუხა ტელეფონზე, ეს მისთვის "პასუხი იყო" და თანამდებობა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG