Accessibility links

site logo site logo

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებული ვატო ყიფიანი თბილისში დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებული ვატო ყიფიანი თბილისში.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადება (დაუმთავრებელი დანაშაული).

„მთავარი არხის" ცნობით, ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს.

აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობის მზადების ბრალდებით ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 30 იანვარს თბილისსა და ბათუმში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა უკრაინაში დაიგეგმა და ის სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG