საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა, თბილისის ოლიმპიურ აუზში დღეს დაწყებული პრესტიჟული ტურნირი - მსოფლიო ლიგის სუპერფინალი გამარჯვებით გახსნა.
დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით აჯობა - 13:12.
მსოფლიო ლიგის სუპერფინალში მონაწილეობას სულ რვა ქვეყნის ნაკრები იღებს, რომლებიც ორ ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფშია, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად. A ჯგუფში თამაშობენ იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და ყაზახეთი.
მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 ივლისს გამართავს, მონტენეგროსთან. ჯგუფურ ეტაპს კი 28 ივნისს დაასრულებს, ამერიკელებთან მატჩით. პლეი-ოფი 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს უკვე ჩემპიონი გამოვლინდება.