Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩმა" თვითმმართველობის არჩევნების მთავარი სახეები დაასახელა


"გირჩმა" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მთავარი სახეები დაასახელა. პარტიის ლიდერებმა მედიას თბილისის საკრებულოს წევრობის ორი კანდიდატი ოთო ზაკალაშვილი და ჰერმან საბო წარუდგინეს. ზაკალაშვილი საარჩევნო კამპანიასაც უხელმძღვანელებს.

როგორც პარტიის ლიდერებმა მედიას უთხრეს, ამ არჩევნებს ორი მიზანი აქვს, "გირჩის შენარჩუნებისა" და "გირჩის პროგრესის" ფუნქცია.

"ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაპირებთ არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატების დასახელება. ჩვენთვის ეს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებია - ჩემი, სანდროს, იაგოს ლეგიტიმაციის არჩევნები. ჩვენ გვინდა, რომ ამ არჩევნებზე მივაღწიოთ წარმატებას - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მინიმუმ გავიმეოროთ ის შედეგი, რომელიც გვქონდა და პარლამენტარებს გვქონდეს განცდა, რომ იქ ლეგიტიმურად ვსხედვართ..." - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა.

"გირჩი" 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაიყო. პარტიას გამოეყო ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ზურა ჯაფარიძე. პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 2,89 პროცენტი მიიღო და პარლამენტში ოთხი მანდატი მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG