Accessibility links

site logo site logo

ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევას მოსკოვში გააგრძელებს


ლევან ვასაძე

ორგანიზაცია „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა, ულტრაკონსერვატორმა პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა ვიდეომიმართვაში. როგორც ის ამბობს, სამედიცინო გამოკვლევებსა და შესაძლო მკურნალობას მოსკოვში გააგრძელებს. ვასაძე ნანობს, რომ 1-5 ივლისს, დაგეგმილი „პრაიდ კვირეულის“ დროს, თბილისში არ იქნება, ის ამ ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა.

„დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები, სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც. მე გადავწყვიტე, რომ დავეკითხო აზრი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოქირურგს და საერთოდ კარდიოლოგს, ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, ბატონ ლეო ბოკერიას. დავუკავშირდი მას მოსკოვში, მან დამდო პატივი და სასწრაფოდ გადმომირეკა, ყურადღებით მომისმინა. გამოთქვა რაღაც თავისი შეხედულებები ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მირჩია, რომ სასწრაფოდ ჩავიდე მასთან, რათა მისი დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ გაგრძელდეს კვლევაცა და შესაძლო მკურნალობაც. მე მადლიერებით ვღებულობ ბატონი ლეოს ამ რეკომენდაციას და ამიტომ, იძულებული ვარ სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს, 1-5 ივლისს თბილისში არ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ძალიან გთხოვთ, ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ“, - თქვა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰომოფობი და ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG