Accessibility links

site logo site logo

საქართველოში მიწისძვრა მოხდა


დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:45 საათზე, 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

6 ივნისიდან სოფელ სამებასთან უკვე მეექვსე მიწისძვრა მოხდა. წინა მიწისძვრების მაგნიტუდა 3-დან 3.3-მდე მერყეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG