Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ უკრაინასთან საზღვრის „სრული ჩაკეტვის“ გადაწყვეტილება მიიღო


ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ქვეყნის სასაზღვრო უწყებას უბრძანა „სრულად ჩაეკეტა“ სახელმწიფო საზღვარი მეზობელ უკრაინასთან, საიდანაც ბელაურისში „დიდი რაოდენობით იარაღი“ შედის. ამის თაობაზე ალიაქსანდრ ლუკაშნეკამ მინსკში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე განაცხადა.

ამასთან ლუკაშენკამ დასძინა, რომ საუბარი არ არის უკრაინადან შემოსვლის სრულიად აკრძალვაზე, არამედ საზღვის გაძლიერებულ დაცვაზე. ლუკაშენკოს თანახმად, ბელარუსში შესვლას შეძლებენ მშვიდობიანი მოქალაქეები. „ყველა დანარჩენს კი არ შემოვუშვებთ“, - აღნიშნა ლუკაშენკამ.

ლუკაშენკამ მინსკში გამოსვლის დროს ასევე ისაუბრა ბელარუსში „დაძინებული“ ტერორისტული უჯრედის გამოაშკარავებაზე, რომლის წევრებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ „ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლაში“. ტერორისტულ უჯრედს, ლუკაშენკას თანახმად, კურირებას უწევდნენ ლიეტუვა, პოლონეთი, აშშ-ი, უკრაინა და გერმანია, ხოლო შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთის მოქალაქე ქალი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ბელარუსის მიერ საზღრვის სრულ ჩაკეტვას. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი უარყვეს ლუკაშენკას ბრალდება უკრაინიდან ბელარუსში იარაღის მიწოდების შესახებ და აღნიშნეს, რომ კიევი არასოდეს არ ჩარეულა და არ მომავალში აპირებს ჩაერიოს ბელარუსის შიდა საქმეებში.

11 ივნისს ევროპის პარლამენტი გამოვიდა მოწოდებით ფართო ეკონომიკური სანქციები და სხვა სადამსჯელო ზომები დაუწესდეს ბელარუსს, პასუხად მზარდ რეპრესიებზე და ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის მიმავალი თვითმფრინავის იძულებაზე მინსკში დაფრენილიყო, რათა დაეპატიმრებინათ ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG