Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ფაიზერის“ ვაქცინებზე შევთანხმდით, „მოდერნაზე“ და „ჯონსონზე და ჯონსონზე“ უარი ვთქვით


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველომ დაასრულა მოლაპარაკება „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებთან დაკავშირებით და მათი მიღება შესაძლებელი იქნება „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით.

მანვე თქვა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „მოდერნასა“ და „ჯონსონთან და ჯონსონთანაც“, თუმცა საქმე ხელშეკრულებამდე არ მისულა, „რადგან მისაღები არ იყო გარკვეული პირობები“.

თამარ გაბუნიას დეტალებზე არ ულაპარაკია, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებისას „მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG