Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს არ ავრცელებს ინფორმაციას, დააკავა თუ არა ვინმე


შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას, დააკავა თუ არა ძალადობრივი ჯგუფის რომელიმე წევრი. იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებიან, მათ ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია.

ამ დრომდე არ გავრცელებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არც იმ ტიპის განცხადება, რომლითაც აქციაის მონაწილეებს კანონის წესების დაცვისკენ მოუწოდებდა და კანონის მუხლებს შეახსენებდა.

მაგალითად, 1 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა:

"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი".

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG