Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილიას“ ოფისთან ჟურნალისტებს სცემეს


„სირცხვილის“ ოფისთან აგრესიული ჯგუფები მედიას დაუპირისპირდნენ. სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. TV პირველის წარმომადგენელი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ტელევიზიის კუთვნილი პირდაპირი ტრანსლაციის აპარატურა ადგილზე შეკრებილმა აგრესიულმა პირებმა დაამტვრიეს და ნაწილებად დაშალეს.

ალყაშია მოქცეული „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი. ოფისთან შეკრებილმა ადამიანებმა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი და ოპერატორი აიძულეს, ტერიტორია დაეტოვებინათ.

„მთავარის“ გადამღებ ჯგუფს ტერიტორია დაატოვებინეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია ასევე საუბრობს „ტაბულას“ ჟურნალისტ მაკა ჯაბუაზე თავდასხმის ფაქტზე, მას თავში კეტი ჩაარტყეს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს ლუკა პერტაიას. თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს თამთა კახაბერიძეს. ასევე ნაცემია „პალიტრანიუსის“ ოპერატორი.

„სირცვილიას“ ოფისთან შეკრებილია ასობით ადამიანი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან. ადგილზე თითქმის არ არიან პოლიციელები. ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ძალადობისაგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG