Accessibility links

site logo site logo

სიძულვილის ჯგუფები რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ


სიძულვილის ჯგუფები რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტ თორნიკე მანდარიასა და ოპერატორ დათო ქორიძეს დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

ჟურნალისტი ახლა სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ელოდება, ოპერატორი კი გაეროს სახლშია.

დაზიანებულია ტექნიკაც.

სიძულვილის ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებიან, მათ ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია.

შსს არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG