Accessibility links

site logo site logo

შსს: ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ 8 პირი, დღეს ჯამში 55 ადამიანზე იძალადეს


შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტებში მონაწილე პირების დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.

ამ დროისთვის შსს იძიებს კანონდარღვევის შემდეგ ფაქტებს:

  • რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებს და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს;
  • მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისებზე თავდასხმას;
  • ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან, სადაც "თბილისი პრაიდის' ორგანიზატორები იყვნენ შეფარებულები, სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქების ფაქტს, რამაც ერთი მოქალაქის დაზიანება გამოიწვია.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი დილას, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG