Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ივლისიდან ენგურის ხიდი სრულად გაიხსნა


5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი ხიდი სრულად გაიხსნა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

"ეს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას მისცემს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესაძლებლობას... აღნიშნული პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები), დღეს კი თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი ნებისმიერი პირისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შემზღუდვები დააწესა. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG