Accessibility links

site logo site logo

თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ იუწყება


თალიბების წარმომადგენელი მოჰამედ ნაემი

მოძრაობა თალიბანი აცხადებს, რომ მიღწეულია პროგრესი ავღანეთის ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების მიზნით თეირანში გაიმართა.

თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამად ნაემმა 8 ივლისს ტიტერში დაწერა, რომ ირანში ხელმოწერილ დეკლარაციაში მხარეები აცნობიერებენ იმ საფრთხესა და ზიანს, რომელიც ომის შემდგომის გაგრძელების შეთხვევაში ქვეყანას ემქურება.

„ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ომით არ გადაწყდება ავღანეთში არსებული პრობლემა, ამიტომ მთელი ძალისხმევა პოლიტიკური და მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ უნდა იყოს მიმართული“, - აღნიშნავს თალიბანის წარმომადგენელი.


თეირანის ინიციატივით გამართული მოლაპარაკებების ფონია თალიბების მიერ ავღანეთის ჩრდილოეთ რაიონებში წამოწყებული ფართომასშტაბიანი შეტევა, რომელიც ქვეყნიდან დასავლეთის კოალიციის გასვლის პროცესში ექსტრემისტული დაჯგუფების პოზიციების გაფართოებას ისახავს მიზნად.

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს თეირანში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG