Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა "ქურდული სამყაროს წევრობაში" ბრალდებულებს


რუსთავის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა "ქურდულ სამყაროს წევრობაში" ბრალდებულ 10 პირს, მათ შორის ერთს, რომელსაც საგამოძიებო უწყებები ეძენებ, დაუსწრებლად. ათივე ბრალდებული რუსთაველია.

ადვოკატები ბრალდებულებისთვის სხვადასხვა ოდენობის გირაოს ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. მადონა მაისურაძის თქმით, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დანაშაულებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან და წინასწარი პატიმრობის გამოყენების გარეშე იარსებებს მათი მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 25 პირი 8 ივლისს დააკავეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

სასამართლო სხდომის შემდეგ, ადვოკატმა ანა კეკენაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ, შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი კი ფალსიფიცირებულია და არ არის დადასტურებული მისი ავთენტურობა ექსპერტიზის მიერ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციამ არა ქურდულ სამყაროსთან კავშირის, არამედ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, დააკავეს. ადვოკატის თქმით, გიორგი ვარდიაშვილს გასულ წელს პოლიციის მაღალჩინოსნებმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვეს და ამაზე მისგან უარი მიიღეს. სასამართლო პროცესზე თავად გიორგი ადუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის შურისძიების მსხვერპლია, რადგან უარი თქვა ხელისუფლებასა და პოლიციასთან თანამშრომლობაზე.

10 ბრალდებულის სხდომა რუსთავის სასამართლოში 18 აგვისტოს ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG