Accessibility links

site logo site logo

"თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევაში ბრალდებული: არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ლგბტ-ს მიმართ


"უბრალოდ მინდოდა ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა "ელგებედე ხალხის" მიმართ, მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მაგათ მიმართ. უბრალოდ დროშამ გამოიწვია აღლევების ის [...], ეგ არის ჩემი დანაშაული და მეტი არაფერი მე არ ჩამიდენია. აივანზე რომ ავედით, ინერციით, კადრებშიც ჩანს, ხელით დავეჯახე "სტეკლოს" და გამეჭრა. შევედით, "კუხნა" იყო, ხელი გადავიბანე და მერე ვცდილობდით კარებიდან გამოსვლას, იქიდან რომ ვერ გამოვედით, ჩამოვედით ისევ აივნიდან. ეგ არის, მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მარტო ის დროშა ჩამოვხსენით და ქართული დროშა ავაფრიალეთ. მე არავიზე მიძალადია. თუ ეგ დანაშაულია, ავანაზღაურებ, რა ვიცი", - თქვა სასამართლო სხდომაზე "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევაში ბრალდებულმა, გიორგი ელიზბარაშვილმა.

დღეს საქალაქო სასამართლოში თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის დაკავებული 3 პირის, გიორგი ოძელაშვილის, გიორგი ელიზბარაშვილისა და ალიკა ალაზოვის სასამართლო პროცესი იმართება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, ბრალდებულები - გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას.

დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.

"თბილისი პრაიდის" ოფისს ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც იძალადეს ჟურნალისტებზე და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG