Accessibility links

site logo site logo

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება


ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები აქციას გეგმავენ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. საღამოს ექვს საათზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

აქციის ორგანიზატორებს სამი მოთხოვნა აქვთ:

  • ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა;
  • გარდაცვალების ფაქტის გამოძიება დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით;
  • ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG