Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია იმართება


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან აქცია იმართება. აქცია 18:00 საათზე "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა.

შენობასთან პოლიციაა შეკრებილი, მოქალაქეები და პოლიტიკოსები კი ცდილობენ, რომ შენობას წააწერონ "მკვლელობა". ამ წარწერის გაკეთების დროს მოხდა დაპირისპირება.

პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ აქტივისტებმა შენობასა და ტროტუარზე მაინც დააწერეს "მკვლელებო". აქციის ორგანიზატორმა ჟურნალისტებმა კი ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს და მდუმარე აქცია იქ გააგრძელეს.

აქციაზე ისმის შეძახილები: "მონა" და "გადადექით".

"TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფებმა სცემეს და დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას.

ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG