Accessibility links

site logo site logo

დაპირისპირებაა პარლამენტის შიგნით და გარეთ


ბოლო ერთი საათია, პარლამენტის შიგნით და გარეთ დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი მედიამენეჯერები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მმართველი პარტიის წევრებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ.

მედიამენეჯერების ნაწილმა პარლამენტის შენობასა და სხდომათა დარბაზში შესვლაც შეძლო. ამის შემდეგ დაპირისპირება სხდომათა დარბაზში დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დეპუატატებიც.

ვატო წერეთელი, TV პირველის დირექტორი: არ გინდათ, რომ დაგველაპარაკოთ? პატარა ბავშვები რომ გაჟლიტეს, გარეთ მედია რომ დგას, ბავშვები და ჟლიტავენ, იცით?

ანრი ოხანაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: დამშვიდდი და თავი დაიმშვიდე... მიმართვა იცოდე.

ვატო წერეთელი: ლექსო ლაშქარავას რომ საფლავში აწვენენ, იცი, შე უნამუსო, შენ? კითხვებზე უპასუხე ჟურნალისტებს, უთავმოყვარეო.

ვატო წერეთელს პარლამენტის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პარლამენტში ამ დრომდე არ უშვებს პარლამენტის დაცვა რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფს.

მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ამისთვის ვადა მთავრობას აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა დღეს 12:00 საათამდე მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG