Accessibility links

site logo site logo

მამუკა მდინარაძე: ლგბტ თემს პუტინი აფინანსებს; საქართველოში არავინ დასდევს მათ


"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები არ იზღუდება. "ღირსების მარშის" ჩაშლის შემდეგ, რომელსაც წინ უსწრებდა თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებზე ძალადობა, უმცირესობების უფლებებზე მდინარაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე სიჯიუტეს უწოდებს ლგბტ თემის კონსტიტუციურ უფლებას - მოაწყონ მარში თბილისის ქუჩებში. მეტიც, მან ლგბტ თემის კონსტიტუციური უფლების განხორციელება საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს დაუკავშირა.

"ჩვენ ვართ ყველას უფლებების სადარაჯოზე... ამ საზოგადოებაში ამ [ლგბტ] თემის წარმომადგენლებს არავინ არ დევნის, არავინ არ აგდებს მათ სამსახურიდან, არავინ არ დასდევს მათ ქუჩაში, თუ კონკრეტული პროვოკაციული გამოვლინებები არ არის ხოლმე... საქართველოს არაფერი არ აქვს სამდურავი, იცით, რატომ? ამ ქვეყანას თავის ტრადიციებში, დაუწერელ წესებში აქვს, სისხლში აქვს ტოლერანტობა ყველას მიმართ... როდესაც ვიცით, რომ პროვოკაციული მიზნებია - პუტინის მსგავსი სქემები ლაგდება ხოლმე. პუტინი რას აკეთებს, ხომ იცით? პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც, ეს არის გავრცელებული აზრი, აფინანსებს რადიკალებსაც... ეს არის პუტინის მეთოდები, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს, საბოლოოდ ისე არ ჩაკვდნენ, ვიღაცამ არ ჩაკლას ვითომ კონსერვატიული იდეა... ეს უნდა დაგვილაგდეს საქართველოში?" - განაცხადა მდინარაძემ.

​5 ივლისს თბილისში დაანონსებული "ღირსების მარში" ჩაიშალა. დილიდან საპატრიარქოსა და ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებით თბილისის ქუჩებში ძალადობრივი და სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე, დაშავდა მინიმუმ 53 ჟურნალისტი. ამ დრომდე ძალადობის მოწოდებისთვის ან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის არავინ არის დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG