Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ლუკაშენკამ სანქტ-პეტერბურგში გამართეს მორიგი შეხვედრა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს სანქტ-პეტერბურგში უმასპინძლა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო, სულ უფრო მეტად ხდება რუსეთზე დამოკიდებული.

2021 წლის განმავლობაში მეოთხე პირადი შეხვედრისას ლუკაშენკამ მადლობა გადაუხადა პუტინს „რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული ფინანსური დახმარებისთვის“ და აღნიშნა, რომ ბელარუსი „პატიოსნად ცდილობს კრედიტებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას“. პუტინმა ბელარუსს თავის მხრივ „საიმედო და სტაბილური პარტნიორი" უწოდა.

ბელარუსის ეკონომიკა, რომელიც დიდ სიძნელეებს აწყდება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, გასულ თვეში ევროკავშირის მხრიდან მორიგის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.

კომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დასმისა და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერის, რამან პრატასევიჩის, დაპატიმების პასუხად ბრიუსელმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა.


ახალი, რიგით მეოთხე სანქციები ბელარუსის ექსპორტს, კალიუმის სასუქის, ნავთობროდუქტების და თამბაქოს წარმოებას შეეხო. აიკრძალა ასევე ბელარუსის მთავრობისა და სახელმწიფო ბანკის დაშვება ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე.

სანქციების პასუხად ლუკაშენკამ ევროკავშირთან თანამშრომლობა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა შეაჩერა.

XS
SM
MD
LG