Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი უარყოფს აშშ-ის ბრალდებას, რომ ირანელები გეგმავდნენ ჟურნალისტის გატაცებას


მასიჰ ალინეჯადი
მასიჰ ალინეჯადი

ნიუ-იორკში ირანის ოთხ მოქალაქეს წაუყენეს ბრალი შეთქმულებაში, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტის გატაცებას - ჟურნალისტის, რომელიც ირანის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას აშუქებდა. თეირანი ამ ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს.

ეჭვმიტანილები არიან ირანის დაზვერვის ოფიცერი და ირანის დაზღვერვის ქსელის სამი სავარაუდო წევრი, რომლებიც, ბრალდების თანახმად, ირანის მთავრობის მხარდაჭერით გეგმავდნენ ჟურნალისტის გატაცებას.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ჟურნალისტის შესახებ მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის აშშ-ის მოქალაქეა და ბრუკლინში ცხოვრობს. თუმცა, ბრუკლინში მცხოვრები აქტივისტის და მწერალი ქალის, მასიჰ ალინეჯადის თქმით, აშშ-ის ოფიციალურმა უწყებებმა მას შეატყობინეს, რომ ის იყო სამიზნეებს შორის. ალინეჯადი აბობს, რომ ისაა ბრალდებაში დასახელებული აშშ-ის ბინადარი პირი.

გატაცების გეგმის გარდა, ეჭვმიტანილებს ბრალად ედებად სანქციების დარღვევა, საბანკო მაქინაციები და ფულის გათეთრება. ბრალის დამტკიცების და დაპატიმრების შემთხვევაში, ოთხეულს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა შეეფარდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG