Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ თურქული წარმოების პირველი უპილოტო მოიერიშე "ბაირაქთარ TB2-ი" შეიძინა


Bayraktar TB2 –ის კლასის დრონი
Bayraktar TB2 –ის კლასის დრონი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმათურქეთ-უკრაინის ერთობლივი წარმოების დამრტყმელი დრონი Bayraktar TB2-ი მიიღეს. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი „ევროპიეკსაია პრავდა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ანდრეი ტარანის, თანახმად, ურქული მოდელის უპილოტო თვითმფრინავი საბოლოო გამოცდის შემდეგ, პირველი „ბაირაქთარის“ კლასის პირველი დამრტყმელი კომპლექსი უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების შეიარაღებაში დარჩება.


უკრაინის სამხედრო უწყებაში იმედოვნებენ, რომ „ბაირათარი“ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს შავი ზღვის და აზოვის ზღვის აკვატორიების ეფექტიანი თვალთვალის და კონტროლის საშუალებას მისცემს. ამ კლასის უპილიტო თვითმფრინავები აჭურვილი არიან ასევე წყლის ზედა და მიწის ზედა ობიექტების განადგურებას უზუსტესი მოწყობილობით.

ცნობილია, რომ თურქეთიდან მიღებული „ბაირაქთარის“ სახელით ცნობილი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონები, აზერბაიჯანის არმიამ ეთნიკურ სომეხთა დანაყოფების წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშან შემოდგომაზე მიმდინარე 44 დღიან ომში ფართოდ გამოიყენა.

XS
SM
MD
LG