Accessibility links

site logo site logo

ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ მერკელთან მისი „ყველაზე დიდი უთანხმოება“ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო


ჯორჯ ბუში და ანგელა მერკელი. ბერლინი, 10 ივნისი, 2008 წ.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ გერმანიის კანლერ, ანგელა მერკელთან „ყველაზე დიდი უთანხმოება“ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო.

„[ყველაზე დიდი უთანხმოება მერკელთან] გამოიწვია იმან, უნდა გამხდარიყო, თუ არა საქართველო ნატოს წევრობის აპლიკანტი ქვეყანა“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბუშმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან საგანგებოდ გერმანიის კანცლერის მოღვაწეობისა და მისი როლის თაობაზე მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ის ყოფილის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის თქმით, გერმანიის კანცლერს „მტკიცედ სჯეროდა", რომ ეს არასწორი იქნებოდა, მაშინ, როცა თავად იგი, პირიქით, დარწმუნებული იყო ამ ნაბიჯის სისწორეში.

ამ ინტერვიუს ფონია, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური შეხვედრა, რომელიც "საერთო გამოწვევების გარშემო" თეთრ სახლში 15 ივლისს გაიმართება.

გერმანიის კანცლერის რანგში მერკელი თეთრ სახლს, სავარაუდოდ, ბოლოჯერ სტუმრობს, რადგან 15-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ის არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს და სამ თვეში თანამდებობას ტოვებს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედი გეგმის (MAP) მინიჭების ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი იყო. გერმანიის კანცლერმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ძალიან ნაადრევი ნაბიჯი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის.

ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც ყველა არსებით კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG