Accessibility links

site logo site logo

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა „მართლმსაჯულების დაცინვა“ უწოდა ჟურნალისტ ესიპენკოს საბრალდებო დასკვნას


ვლადისლავ ესიპენკო

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ ოკუპირებული ყირიმის სასამართლოს მიერ რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ.რეალიის“ შტატაგარეშე კორესპონდენტის, ვლადისლავ ესიპენკოს, წინააღმდეგ პროკურატურის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, „მართლმსაჯულების დაცინვა“ უწოდა.

„ეს ადასტურებს, თუ როგორ ესწრაფვის კრემლი ყირიმში შექმნილი რეალური სიტუაციის შესახებ დამოუკიდებელი ინფორმაციის ჩახშობას. ჟურნალისტობა არ არის დანაშაულებრივი ქმედება და ვლადისლავ ესიპენკო არ არის დამნაშავე“, - ნათქვამია ჯეიმი ფლაის განცხადებაში.

რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებული სიმფეროპოლის რაიონულ სასამართლოში 15 ივლისს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყირიმის დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ვლადისლავ ესიპენკოს სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე პროკურორმა საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, რომლის თანახმად ესიპენკოს ბრალად ედება „ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადება, რემონტი და გადაკეთება“.
სისხლის სამართლის კანონით დასჯადი ეს დანაშაული ჯამში 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ესიპენკომ საგამოძიებო იზოლატორიდან სასამართლოში გადაყვანის დროს გონება დაკარგა.

ოკუპირებული სიმფეროპოლის სასამართლომ 6 ივლისს ვლადისლავ ესიპენკოს 19 დეკემბერამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა.

რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ესიპენკო, რომელიც რუსულენოვან პროექტ Крым.Реалии-ისთან თანამშრომლობდა, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 10 მარტს დააკავეს „უკრაინის სპეცსამსახურების ინტერესებისთვის“ ინფორმაციის შეგროვებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG