Accessibility links

site logo site logo

"მაესტროს" ჟურნალისტებს არხის დირექტორის ცვლილება კითხვებს უჩენს


ტელეკომპანია „მაესტროს” ჟურნალისტები არხის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ, რომლის თანახმადაც, მათ კითხვები უჩნდებათ არა მხოლოდ დირექტორის ვაკო ავალიანის წასვლის, არამედ მის ნაცვლად გია გაჩეჩილაძის [უცნობის] დაბრუნების გამოც.

„მაესტროს“ ჟურნალისტების განცხადება, წამყვანმა ტელევიზიის ეთერში წაიკითხა.

„ჩვენ ყოველთვის გვქონდა შეკითხვები არხზე გია გაჩეჩილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით და დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა. თუნდაც, რა იგულისხმება პრიორიტეტების ცვლილებაში. ჩვენ, “მაესტროს” გუნდს, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გია გაჩეჩილაძეს არხზე მოაქვს საკუთარი პროექტები ე.წ. აუთსორსით და მას ახალი ამბების რედაქციასთან და მის პოლიტიკასთან შეხება არ ექნება. ჟურნალისტები ველოდებით პასუხს კითხვებზე არხის მფლობელებისგან და დამფუძნებლებისგან. იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას და გიყვებით ამბებს ისე, როგორც აქამდე გიყვებოდით”, – ნათქვამია „მაესტროს“ ჟურნალისტების განცხადებაში.

„მაესტროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვაკო ავალიანმა არხის დატოვების შესახებ პოსტი გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. წასვლის მიზეზად ის ტელევიზიაში მიმდინარე ცვლილებებს ასახელებს. „არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე ["უცნობი"], არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია“, - წერს ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG