Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის უშიშროებამ რეიდები მოაწყო რადიო თავისუფლების ოფისში და ჩხრეკა ჩაატარა ჟურნალისტების ბინებში


პოლიცია რადიო თავისუფლების ოფისთან მინკში, 16 ივლისი, 2021 წელი
პოლიცია რადიო თავისუფლების ოფისთან მინკში, 16 ივლისი, 2021 წელი

ბელარუსის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა რამდენიმე დამოუკიდებელი მედიის, ასევე ჟურნალისტების ოფისებსა და ბინებში, მათ შორის რადიო თავისუფლების ოფისში მინსკში.

მოწმეთა თანახმად, 16 ივლისს უშიშროების სამსახურების თანამშრომლები შევიდნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მინსკის ოფისში.

ამ დროს, ბელარუსის სასამართლომ ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა 10 მოსწავლეს და მასწავლებელს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

ჩხრეკა ჩატარდა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჩხრეკა ჩაატარა ათეულობით არსამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში და მას მერე, რაც გაერომ ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფალთა ქმედება „სრულიად მიუღებელია“.

"კიდევ ერთი მასობრივი თავდასხმა უშიშროების სამსახურების მხრიდან ჟურნალისტებზე მთელ ქვეყანაში“, წერია ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელშიც 19 ჩხრეკაა ჩამოთვლილი, რომლებიც მოეწყო ჟურნალისტების და მათი ოჯახების ბინებში 16 ივლისს.

უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტების, ალეჰ ჰრუზძილოვიჩის და ვალენტინ ჟდანკოს ბინები. დაკავებულია ჰრუზძილოვიჩი და რადიო თავისუფლების ყოფილი კორესპონდენტი, ინა სტუძინსკაია, რომელსაც აკრედიტაცია ოქტომბერში გაუუქმეს.

ჰრუზძილოვიჩის ცოლმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მისი ქმარი ხელბორკილებით წაიყვანეს.

ამ კვირაში ბელარუსის პოლიციამ ფართომასშტაბიანი რეიდი მოაწყო უფლებადამცველი ჯგუფების და მასმედიის საშუალებების, მათ შორის უფლებადამცავი ჯგუფის „ვიასნას“ და ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტის წინაამდეგ, რაც იმის ნიშანია, რომ ბელარუსის ავტორიტარი მმართველი, ალექსანდრ ლუკაშენკა აძლიერებს სხვაგვარად მოაზროვნეების მიმართ რეპრესიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG