Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ პოლიციის შენობა დატოვა


„ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ, რომელიც პოლიციის მთავარ სამმართველოში იყო გამოკითხვაზე დაბარებული, პოლიციის შენობა დატოვა. მედიასთან მან თქვა მხოლოდ ის, რომ გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა და დაკავებას ელოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იქნება ზეწოლა.

„როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ ზეწოლა მათზე იმხელა იქნება, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკაონ. ზეწოლა – გარედან, ელჩებიდან, ამერიკიდან, ევროპიდან”, – თქვა მან პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.

დღეს დილიდან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პირებთან, რომლებიც 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული.

მოძალადე ჯგუფების საინფორმაციო ინტერნეტპლატფორმა "ალტ-ინფო" ავრცელებს იმ პირთა სიას, რომლების გამოკითხვაც პოლიციის მიერ დღეს მიმდინარეობს:

  • ზურა მახარაძე
  • შოთა მარტინენკო
  • ირაკლი ყიზილაშვილი
  • კონსტანტინე მორგოშია
  • გიორგი ქარდავა
  • თემურ ბოკელაძე
  • რამაზ გაგნიძე
  • ბექა ბერიშვილი
  • ლევან ჩაჩუა
  • გიგა გიმზერიძე
  • ონისე ბრეგვაძე
  • ელგუჯა იაშაღაშვილი
  • გიორგი მახარაშვილი
  • ონისე ბერაძე
  • ბექა ბრეგვაძე
  • ზურა არველაძე
  • ალექსანდრე ფალავანდიშვილი
  • გურამ ფალავანდიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ პირების ვინაობას, ვინც პოლიციას დღეს ჩვენებას აძლევს, თუმცა ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები 10-ზე მეტ პირთან ტარდება და ამ დროისთვის არც ერთი მათგანი ჯერ დაკავებული არ არის.

5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG