Accessibility links

site logo site logo

ოქსანა კალაშნიკოვა: „ოლიმპიადაზე მოვხვდი, მაგრამ... განაცხადი არ გააგზავნეს“


ოქსანა კალაშნიკოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოპოვებული აქვს, მაგრამ ტოკიოში ვერ მიდის, რადგან ქართულ მხარეს ოფიციალური განაცხადი არ გაუგზავნია.

„ძალიან სევდიანი ამბავია იმის გაგება, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ჩემი ოცნება იყო. ახლა კი მხოლოდ ტირილი მინდა. ოლიმპიური თამაშები გამორჩეული მოვლენაა, წყვილთა თანრიგი კი სხვა სახეობების მსგავსად, ჩოგბურთშიც მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანა ამაყობს, როდესაც რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი ჰყავს ოლიმპიადაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ქვეყანა არა. არ ვიცი, კონკრეტულად ვისი ბრალია. ოფიციალურ პასუხსაც ვერავისგან ვიღებ. უბრალოდ, განაცხადი არ გააგზავნეს" – დაწერა კალაშნიკოვამ.

ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში მსოფლიოს რეიტინგში სამოცდამეათე ადგილზეა. ბოლო ტურნირზე - უიმბლდონზე 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში გავიდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება და მასზე საქართველოს 35 სპორტსმენი ეყოლება. ჩოგბურთში კონკურენციაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაებმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG