Accessibility links

site logo site logo

აცრების სიხშირით ევროკავშირმა აშშ-ის გაუსწრო, ვირუსის დელტა ვარიანტი ახალი ტალღის შიშს აღძრავს


COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების სიხშირით ევროკავშირმა აშშ-ის გაუსწრო, იმ ფონზე, როცა ატლანტის ოკეანის ორივე მხარე ცდილობს სწრაფად უპასუხოს კორონავირუსის ახალი, დელტა ვარიანტით გამოწვეულ შეშფოთებას ახალი ტალღის გაჩენის შესახებ.

იმუნიზაციის კამპანიის ნელი დასაწყისის შემდეგ, ამჟამად ევროკავშირის მთელი მოსახლეობის 55,5 პროცენტს მიღებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა მაინც, მაშინ, როცა აშშ-ში ეს მონაცემი მოსახლეობის 55,4 პროცენტია - იუწყება სამეცნიერო ონლაინგამოცემა Our World in Data.

პირველ ეტაპზე ევროკავშირის ვაქცინაციის კამპანიას აკრიტიკებდნენ ნელი ტემპის გამო, აშშ-ში კი კამპანია სწრაფად განვითარდა. თუმცა შემდეგ აშშ-ში მოსახლეობის იმუნიზაციის ტემპი დაეცა, რაც დიდწილად ვაქცინების მიმართ უნდობლობითაა გამოწვეული.

ვაქცინაციის წარმატებული კამპანიების მიუხედავად, ევროკავშირსა და აშშ-ში ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე სპეციალისტები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ კორონავირუსის ახალმა, დელტა ვარიანტმა შესაძლოა პანდემიის ახალი ტალღა გამოიწვიოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG