Accessibility links

site logo site logo

სალომე სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელთან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებაზე ისაუბრეს


პარლამენტის უპარტიო დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დროს მისი ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტის ხელმოწერასა და აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ხელისუფლების მიმართ ზეწოლის გამოყენების ბერკეტებს.

"ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე - ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება, პირობითობის პრინციპის დაცვით შეჩერებული იქნა იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა, მათ შორის, მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შარლ მიშელის ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერენ ხელს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში ევროკავშირის გადახდილი გირაოთი პატიმრობიდან გათავისუფლდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია და "მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

ამ დოკუმენტით მხარეები თანხმდებოდნენ მათ მიერ დასახელებული საკითხების გადაჭრაზე, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე, ე.წ. პოლიტიკურ საქმეებზე და ა.შ. შეთანხმების მიუხედავად, მმართველი პარტიის უმრავლესობით კვლავ დაინიშნა უზენაეს სასამართლოში უვადოდ მოსამართლეები - ამას საქართველოს პარტნიორები და ქვეყანაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG