Accessibility links

site logo site logo

შარლ მიშელი: უმცირესობათა უფლებები არის საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან თავის ხანმოკლე ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა უმცირესობათა უფლებებს და მის მნიშვნელობას. ამ საკითხზე ჟურნალისტებს მისთვის კითხვა არ დაუსვამთ, მან თავად გადაწყვიტა ამ საკითხს შეხებოდა.

"მე ხაზი გავუსვი ჩემს შეხვედრებში - მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი - პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში", - აღნიშნა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის ვიზიტამდე ორი კვირით ადრე ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციას და მის მხარდამჭერებს არ მიეცათ შესაძლებლობა. თბილისში "ღირსების მარში" გაემართათ. ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისის ქუჩები დაიკავეს და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG